გიორგი კირთაძე – 51,3% არჩილ ჩიქოვანი – 48,7% – IPSOS-გლობალის კვლევა ბათუმში

“მთავარი არხის” დაკვეთით IPSOS-გლობალმა გამოკითხვა ჩაატარა. კითხვაზე:  მომდევნო შაბათს რომ არჩევნები ტარდებოდეს, მერობის რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას? შედეგები ასე გადანაწილდა:

  • გიორგი კირთაძე – 51,3%
  • არჩილ ჩიქოვანი – 48,7%

გამოკითხვა ჩაატარა ხუთ ქალაქში, სადაც მოსახლეობა 100 ათასს აღემატება, ესენია თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი და ბათუმი. გამოკითხვა ჩატარდა 23-დან 27 ოქტომბრის ჩათვლით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, პირისპირ ინტერვიუს საშუალებით.სულ გამოიკითხა 2 600, 18 წელს ზემოთ ასაკის რესპოდენტი, რომელსაც ამ ქალაქებში, არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს. შედეგები ემყარება ყველა ამ გამოკითხულის აზრს. ცდომილების ზღვარი ჩვენს კვლევაში +/- 3%-ია.