გიორგი მარგველაშვილი ხვალ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილს შეხვდება

ხვალ 27 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.

საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებული ეროვნული თანხმობის პროცესი იქნება.