გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე მოსამართლე 3 დაკავებულის მიმართ განაჩენი მოსამართლე ბიძინა სტურუამ რამდენიმე წუთს წინ გამოაცხადა.

არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს, ვახტანგ ჩიქოვანს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ორზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოქმედებს და მათი განაჩენი 16 მარტს გამოცხადდება.

გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში ხმაური მოჰყვა.