გირაო ერთხელ გადაიხადა, ბინა ჩავდეთ – ნიკა მელიას მამა

ნაციონალური მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერის, ნიკა მელიას მამა ანზორ მელია საქალაქო სასამართლოში მივიდა. სასამართლომ ნიკა მელიასთვის გირაოს შეფარდების საკითხზე უნდა იმსჯელოს. საქართველოს პროკურატურა ნიკა მელიასთვის 100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვს.

ანზორ მელია ამბობს, რომ მის შვილს უკვე გადახადილი აქვს ერთხელ გირაოს, რის გამოც ბინა ბანკში ჩადეს.

“ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე კითხვას, რატომ ჩემი შვილი, მაგრამ თუ არა მან, ვინ უნდა გააკეთოს ის ქართული საქმე, რასაც აკეთებს. ბავშვობიდან გამოირჩეოდა გულწრფელობით, პატიოსნებით, ვაჟკაცობით, ტყუილი ნიკამ არ იცოდა ბავშვობაში. ტყუილს არავის პატიობდა, იქვე აწესრიგებდა ყველაფერს. ლიდერი იყო, არ უნდა ასეთი ადამიანები ამ მთავრობას, საქართველოს კი სჭირდება, სხვანაირად დავიღუპებით.

გორაო ერთხელ გადაიხადა, ბინა ჩავდეთ. ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ ხომ არ შეიძლება გირაო იყოს, მაგრამ ამ მთავრობისგან მე ყველაფერს ცუდს ველოდები და მზად ვართ მე და ჩემი მეუღლეც. იმიტომ, რომ ნიკა რომ წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ ირჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდეს? – ივანიშვილი მას ტაშით არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა გადაებირებინათ ნიკა, მაგრამ არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ იცოდნენ, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ“, – უთხრა ჟურნალისტებს ანზორ მელიამ.

მანვე აღნიშნა, რომ მისი შვილი სამშობლოს სიყვარულისთვის ისჯება.