გირჩის მაჟორიტარობის კანდიდატი ფოთი-ხობი-სენაკის ოლქში ბორის “ჩელე” ყურუა იქნება

პარტია გირჩმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ფოხი–ხობი–სენაკის მაჟორიტარად ბორის “ჩელე” ყურუა დაასახელა. გირჩის ინფორმაციით, მათი კანდიდატი არის:

  • სამი თაობის ფოთელი;
  •  სისხლის სამართლის მაგისტრი;
  • Students for liberty-ს წევრი 2016 წლიდან;

ბორის ყურუამ ფეისბუქის პირად გვერდზე დაწერა, რომ პოლიტიკაში გამოცდილება არ აქვს, თუმცა მის ირგვლივ თავისულებისთვის მებრძოლი ბევრი ადამიანია.

“ამ არჩევნებში მე ვიქნები ფოთი-ხობი-სენაკის საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გირჩიდან.

პოლიტიკაში დიდი გამოცდილება არ მაქვს, შეიძლება ითქვას, რომ საერთოდ არ მაქვს გამოცდილება, ანუ იმდენივე გამოცდილება მაქვს, რამდენიც ფინანსური სახსრები.

სამაგიეროდ, ბევრი იდეისთვის თავდადებული ტიპია ჩემს ირგვლივ და თავისუფლებისთვის ბრძოლას, ჩხუბს, ძიძგილაობას და ასე შემდეგ, არ მგონია, სხვა რამ სჭირდებოდეს კიდევ.

დაგააფდეითებთ ხოლმე”,– წერს ყურუა.

მისი კონკურენტი ქართული ოცნებიდან ირაკლი ხახუბია იქნება, ევროპული საქართველოდან კი გიგა ბოკერია.

გირჩმა მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ოპოზიცია რეგიონებში საერთო კანდიდატებზე ვერ შეთანხმდა.