“ნეტარსახიანი კლოუნი” – გიორგი მაისურაძე ზურაბ ჯაფარიძეზე

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ნამახვანჰესზე ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას ეხმიანება და მას “კლოუნს” უწოდებს.

მისი თქმით, გირჩის 3% საქართველოში არსებულ “მენტალურ ეპიდსიტუაციას” აჩვენებს.

“ეს ვისაც ჰგონია, რომ გირჩი უმანკო იდიოტების გაერთიანებაა. ასეთი ნეტარსახიანი კლოუნების უკან ყოველთვის მსხვილი კაპიტალის ინტერესები დგას, რომელიც იმას წარმოსახავს თავისუფლებად, რაც სინამდვილეში მონობის ყველაზე მძიმედსამკურნალო ფორმაა. გონებისგან დაცლილ და პრიმიტიულ ინსტინქტებამდე დაყვანილ „მეტ თავისუფლებას“ არათუ თავისუფლების არანაირ გაგებასთან არ აქვს კავშირი, არამედ გონებრივი დაქვეითების ვირუსი უფროა. რაც შეეხება 3%-ს, ვინც ამ პარტიას ხმა მისცა, ეს საქართველოში არსებული მენტალური ეპიდსიტუაციის მაჩვენებელია”,– წერს მაისურაძე Facebook–ზე.

ცნობისთვის, დღეს პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ნამახვანჰესის მშენებლობის საკითხი უნდა გადაწყდეს ინვესტორსა და ადგილობრივ მესაკუთრეებს შორის მოლაპარაკებით. მისი აზრით, სისულელეა მტკიცება, რომ საქართველოს დიდი ჰესები არ სჭირდება.