”გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრები ერთდროულად 6 ქალაქში სუს-ის შენობების ბლოკირებას ახდენენ

”გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრები  ერთდროულად 6 ქალაქში გირჩი-მეტი თავისუფლებას წევრები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენონების ბლოკირებას ახდენენ. პარტიის წევრებმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, თელავის, ბათუმის და გორის შენობების შესასვლელებთან მანქანები დააყენეს. მანქანების საქარე მინებზე აქვთ პლაკატები წარწერებით:  “სრულად პროპორციული არჩევნები 2%-იანი ბარიერით; რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები გაზაფხულზე; მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალო დაწესებულებაში”.

თელავში დააკავეს გირჩის წევრი, მწერალი ტორესა მოსი. მას მანქანიდან გადმოსვლა მოსთხოვეს, უარის თქმის შემდეგ კი თავისი მანქანიდან გადმოათრიეს და პოლიციის მანქანაში ჩასვეს.