გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია – რატი ბრეგაძე

”გლდანის დაწესებულებაში სააკაშვილის ყველა სამედიცინო საჭიროება დაკმაყოფილებულია”- იუსტიციის მინისტრი  რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის დაკავებისა და პენიტენციურ სისტემაში მოხვედრიდან არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა მას რამე ტიპის სამედიცინო მომსახურება ესაჭიროებოდა და პენიტენციურმა სამსახურმა ამ მომსახურების მიწოდება ვერ უზრუნველყო.

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასებისა და მისი გაუარესების თავიდან არიდების მიზნით, სახელმწიფომ მსჯავრდებული რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებაში გადაიყვანა. შესაბამისად, მისი დაცულობის ხარისხი სამედიცინო თვალსაზრისითაც დღეს ბევრად მაღალია.

შეგახსენებთ, ამ დაწესებულებას სრული საკადრო თუ ინფრასტრუქტურული რესურსი გააჩნია იმისთვის, რომ სახელმწიფომ სრულად უზრუნველყოს როგორც მოშიმშილე პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის ეფექტიანი კონტროლი, შიმშილობის შემდგომი რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, მოვიწვიეთ ექიმების დამატებითი ჯგუფები, რომელიც სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მეთვალყურეობას ახორციელებს და მას სათანადო მომსახურებას უწევს”. – თქვა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.