გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა

გლდანის ციხის დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა. პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ  ციხის თანამშრომლები, ისევე, როგორც დირექტორი ინტენსიურად იტესტებიან და მას შემდეგ რაც მას ვირუსი დაუდასტურდა, დაწესებულებაში აღარ შესულა.

“იტესტებოდა ყოველი შესვლის წინ. არცერთ ეტაპზე მას ვირუსი არ დადასტურებია, თუმცა, რამდენიმე დღის წინ გასული იყო სამოქალაქო კლინიკაში გარკვეული მანიპულაციისთვის და იქიდან დაბრუნებისას, სანამ შევიდოდა ამ დაწესებულებაში გაიკეთა საკონტროლო ტესტირება და დადგინდა მისი დადებითი შედეგი. შესაბამისად, დაწესებულებაში აღარ შესულა”, – აცხადებენ პრესსამსახურში.