გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით 5 ადამიანი დაიღუპა, მათგან 3 არასრულწლოვანია

გლდანში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირით 5 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით გარდაცვლილთაგან,   3 არასრულწლოვანია.

სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.