გოგელიას კლინიკას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება – რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფროსის, ზაალ კაპანაძის თქმით, გოგელიას კლინიკას, სადაც მოქალაქეებს გრიპის ვაქცინის ნაცვლად C ვიტამინი, იმუნიზაციის ჩატარების უფლება არ ჰქონდა. კაპანაძის თქმით, სანქცია დაეკისრება როგორც კლინიკას, ასევე ექიმს.

“აღნიშნულ კლინიკას იმუნიზაციის შეტყობინების ნებართვა არ ჰქონდა გამოგზავნილი, შესაბამისად, მას არ ჰქონდა იმუნიზაციის ჩატარების არანაირი უფლება. თვითონ რაც შეეხება ექიმს, 2020 წელს რეგულირების სააგენტომ აღნიშნული ექიმი გამოავლინა, როგორც უკანონო საექიმო საქმიანობაში მონაწილე. მას ჰქონდა გაყალბებული სერტიფიკატები და ისე ახორციელებდა საქმიანობას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენ მოკვლევა დავასრულეთ და ეს მასალები გადავუგზავნეთ პროკურატურას”. – ამბობს ზაალ კაპანაძე.

კლინიკამ უკანონოდ დაახლოებით 35 მოქალაქე აცრა.