გოგი წულაია გულის შეტევით საავადმყოფოში გადაიყვანეს

პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე, გოგი წულაია გულის მძიმე შეტევით დღეს დილით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას “ON.GE” ავრცელებს.

როგორც  მისმა თანაგუნდელმა, ვეფხია მიქაუტაძემ განაცხადა  რომ წულაიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია, თუმცა ამ წუთის ის კონტაქტურია.

“დილას რომ ჰქონდა ისეთი ძლიერი ტკივილებიც არ აქვს. კვლევებს უტარებენ ახლა”, – ამბობს მიქაუტაძე.