გოდოლაძე ვაშლიჯვარზე: ჩამოწვა მიწა, საბავშვო ბაღის ტერიტორია დანაპრალებულია

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცeნტრის დირექტორის თეა გოდოლაძის განცხადებით, ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე მიწა ჩამოწვა, საბავშვო ბაღის ტერიტორია კი დანაპრალებულია .

“ვაშლიჯვარში მადაგონის წინ ისევ კორპუსის მშენებლობა, ისევ არასწორად მოჭრილი გრუნტი, რომელიც არღვევს ფერდის სტაბილურობას! დაიძრა გრუნტი. დღეს ჩამოწვა მიწა. უკან საბავშვო ბაღის ტერიტორია დანაპრალებულია. სასწრაფოდ ფერდი გასამაგრებელია! 2 თვის წინ ვაფრთხილებდით. რატო გვეუბნებიო, ჩვენ მოგვდგა ზოგიერთი ჩიტირეკია!”,– წერს გოდოლაძე.

მისივე თქმით, მეწყრის შეჩერება შეუძლებელია.

“მეწყრის შეჩერება შეუძლებელი რამაა, ვიღაცამ უნდა უთხრას მერსაც მის მოადგილესაც და ა.შ. ეს არის ხალხი, რომელიც ამ პროფესიაში ვერ ერკვევა, ამიტომ ასეთი განცხადებების გაკეთება არ შეიძლება. ვაჩერებთ მეწყერს, შევაჩერეთ მეწყერი – ძალიან სუსლელური განცხადებაა, დიდი ბოდიში”, – განაცხადა თეა გოდოლაძემ.