”გონებით პუტინი ომშია NATO-სთან და შეერთებულ შტატებთან და არა უკრაინასთან” – ხოდორკოვსკი

”გონებით პუტინი ომშია NATO-სთან და შეერთებულ შტატებთან და არა უკრაინასთან” – ასე აფასებს, “იუკოსის” ყოფილი მფლობელი, მიხაილ ხოდორკოვსკი რუსეთ-უკრაინის ომს.

“იუკოსის” ყოფილმა მფლობელმა და „ღია რუსეთის“ ხელმძღვანელმა, მიხაილ ხოდორკოვსკიმ ინტერვიუ მისცა BBC HARDtalk-ის წამყვანს სტივენ საკურს, სადაც მან განაცხადა, რომ “პუტინი დიდი ალბათობით მაინც წააგებს ამ ომს”.

მიხეილ ხოდორკოვსკიმ, რომელიც ოდესღაც რუსეთის უმდიდრესი ადამიანი იყო და ახლა პრეზიდენტ პუტინის ყველაზე ცნობილი კრიტიკოსია ემიგრაციაში, BBC-ს განუცხადა, რომ ნავთობისა და გაზის დასავლური ემბარგო პუტინს “ძალიან სერიოზულ დარტყმას” მიაყენებს.

მიხაილ ხოდორკოვსკი BBC-ისთან აცხადებს, : „პუტინი ნატოს სერიოზულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. და რეალურად ძალიან ცოტა რუსს ეშინია ნატოს”