გონივრული ეჭვია, დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ასეთი განცხადებები – თალაკვაძე კარასინზე

გონივრული ეჭვია, დესტრუქციული ძალებისთვის კეთდება ასეთი განცხადებები – ასე გამოეხმაურა ქართული ოცნების დეპუტატი არჩილ თალაკვაძე გორჩაკოვის ფონდში გამართულ შეხვედრაზე გრიგორი კარასინის განცხადებას, რომ სანქციებზე საქართველოს რეაქცია რუსეთს “შეუმჩნეველი არ დარჩება”.

“რასაკვირველია, არცერთი ასეთი შექება, არცერთი ასეთი რევერანსი რუსეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლებისთვის არ ნიშნავს არაფერს. ჩვენ გვაქვს ჩვენი მკაფიო, განსაზღვრული პოლიტიკა, საქართველოს ტერიტორიების 20% გახლავთ ოკუპირებული და საქართველო განაგრძობს დასავლეთთან ერთად თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას, მშვიდობიანი გზებით საერთაშორისო სამართლებრივი გზებით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით”, – თქვა თალაკვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.