გორის კულტურის ცენტრში სუს-მა, სავარაუდოდ, ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინა

არსებული ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გორში, კულტურის ცენტრის შენობაში ბიტკოინების ქარხანა აღმოაჩინა.

მედიის ცნობით, მაინერები გორის მერიის კულტურის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, გიორგი ქვათაძეს ეკუთნოდა, მაინერების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის ყოველთვიური გადასახადი კი – 6000 ლარს აღწევდა, რისი გადახდაც ბიუჯეტიდან ხდებოდა.

სუს-ის ცნობით, ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის, თუმცა საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.