გორი-შავშვების მონაკვეთზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ფოტო: მთავარი არხი

გორი-შავშვების მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, დაშავებულთაგან ერთ-ერთი არასრულწლოვანია.

არსებული ინფორმაციით, ტოიოტას მარკის ავტომობილი, რომელიც დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

დაშავებულები კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. მორიგე ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, არცერთი პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით არის დაწყებული