გორში მანქანა 6 წლის ბავშვს დაეჯახა

ავარია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში: 6 წლის ქვეითად მოსიარულე ბიჭს მანქანა დაეჯახა.  ბავშვი კლინიკა ,,გორმედში” გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა. ექიმის, ლექსო ხეთაგურის განცხადებით, მოზარდს დაზიანებული აქვს ოთხივე კიდური, ბეჭების არეში კი მიღებული აქვს თერმული დამწვრობა და თავის დაჟეჟილობა.

,,ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა და შეიძლება ითქვას, რომ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”,-აცხადებს ექიმი.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.