გრიგოლ ვაშაძეზე გამიკვირდა, როგორც პატიმარს მეწყინა, როგორც პოლიტიკოსს, არა – ნიკა მელია

“ვაშაძეზე ნამდვილად გამიკვირდა, როცა ხელს აწერდა, როგორც პატიმარს მეწყინა, როგორც პოლიტიკოსს, არა “- ამის შესახებ, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, TV პირველთან, სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

‘გრიგოლ ვაშაძეზე ნამდვილად გამიკვირდა, როცა ხელს აწერდა, გრიგოლი პროცესებზე იმ დროს განაპირდა, როცა არ ველოდებოდით არც გვითხრა, სად მიდის რატომ აკეთებს ამას. როცა პოლიტიკაში ხარ, არაფერი არ უნდა გეწყინოს, შეიძლება, როგორც პატიმარს მეწყინა, რადაგან შესაძლებლობა შეზღუდული აქვს. მე როგორც პოლიტიკოსს არაფერი არ მწყინს. მეტი კოორდინაცია რომ ყოფილიყო, ასეთ მდგომარეობაში არ აღმოვჩნდებოდით,” – განაცხადა ნიკა მელიამ.