გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული, გამორიცხულია ძალადობა – წულაიას ადვოკატი

გოგი წულაიას ადვოკატი ვალერი გელბახიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ქალზე ძალადობას უარყოფს.

ადვოკატის ინფორმაციით, წულაიას გულის ოპერაცია აქვს გაკეთებული, რის გამოც ძალადობა გამორიცხულია.

“ძალადობას ბატონი გოგი წულაია უარყოფს. მითუმეტეს სექსუალური ძალადობა გამორიცხულია საერთოდ. ადამიანს რამდენიმე თვის წინ უმძიმესი, გულის შუნტირების ოპერაცია აქვს გაკეთებული და ჩივილები აქვს პოტენციურ უნარებთან დაკავშირებით და ეს ექსპერტიზითაც დადასტურდება. გამოგონილი ბრალდებაა. სილურჯე თუ აქვს, ეს შეიძლება მიჯახებითაც მიიღოს ადამიანმა, ამიტომ, დანაშაულის ჩადენას მტკიცებულებები ჭირდება,”- აცხადებს გელბახიანი.

ცნობისთვის, დღეს პოლიტიკოსი გოგი წულაია ქალზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

სავარაუდო დაზარალებული ამბობს, რომ წულაიამ მასზე სექსუალური ძალადობა სცადა, შემდეგ კი ფიზიკურად იძალადა.