“გულუბრყვილო დამარცხებულები” – ერმაკი სარაკეტო თავდასხმაზე

პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა 23 ნოემბერს განხორციელებულ ახალ მასიურ დაბომბვის გამო რუსებს ტერორისტები უწოდა.

”ტერორისტები მაშინვე ადასტურებენ, რომ ტერორისტები არიან – რაკეტებს უშვებენ. გულუბრყვილო დამარცხებულები”.- აცხადებს ერმაკი.

ევროპარლამენტმა ოთხშაბათს, 23 ნოემბერს, რუსეთი ტერორიზმის  სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. პარლამენტმა მხარი დაუჭირა შესაბამის რეზოლუციას.

კენჭისყრა დღეს სტრასბურგში ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე გაიმართა, რომელსაც არხი Espreso.TV პირდაპირ ეთერში გადასცემს. რეზოლუციას მხარი 494-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 58-მა მისცა ხმა, ხოლო 44-მა თავი შეიკავა.

დღეს, რუსი ოკუპანტების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე მომხდარ სარაკეტო თავდასხმას 3  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავებულია 6 ადამიანი.

ადგილობრივი რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლექსი კულებამ განაცხადა, რომ კიევის რეგიონში, დაბომბვის შედეგად, საცხოვრებელ სექტორი და კრიტიკულ ინფრასტრუქტურა დაზიანდა.

კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმის შედეგად, წყალმომარაგება შეწყვეტილია მთელ კიევში.

ნაწილობრივ ან სრულად ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი : ხმელნიცკი, ხარკოვი, კიევი, ლვოვი, ნიკოლაევი, ზაპოროჟიე, ლუცკი, ოდესა, ვინიცა, პოლტავა, ჟიტომირი.

ასევე „იუჟნაუკრაინსკის“ (სამხრეთ უკრაინის) ატომურ ელექტროსადგურზე ყველა ენერგობლოკი გათიშულია – მიზეზები ჯერ უცნობია.