“როგორც გამოვრიცხეთ ნაცმოძრაობასთან თანამშრომლობა, ანალოგიურად და უფრო მძაფრადაც კი შეგვიძლიათ გამოვრიცხოთ თანამშრომლობა [გახარიასთან]. შეიძლება მტერთანაც შეხვიდე შეთანხმებაში, თუ ეს ქვეყანას სჭირდება, მაგრამ ადამიანთან, რომელმაც ყველაზე კრიტიკულ უღალატა გუნდს და ქვეყანას, ერთი და იგივე მდინარეში ორჯერ არ უნდა შეხვიდე.

გუნდის შიგნით გახარიას მეტსახელი იყო ბოლი, ანუ ადამიანი რომელიც ბევრს საუბრობს, მაგრამ საქმეს ნაკლებს აკეთებს. სამწუხაროდ, ტყუილები ახასიათებდა და ხშირად ვაწყდებოდით ამ პრობლემას, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, არჩევნების შემდეგ. ასეთი ბაქიბუქი მას ახასიათებს და ესეც არის ამის გამოხატულება.”

განაცხადა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პალიტრანიუსის ეთერში.