გურჯაანში ახალგაზრდა კაცი ჩაცხრილეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში ახალგაზრდა კაცი მანქანაში ჩაცხრილეს. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. დაჭრილია მანქანაში მყოფი კიდევ 2 ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მიზეზი ურთიერთდაპირისპირება გახდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.