გურჯაანში დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

გურჯაანში დაჭრილი მამაკაციც გარდაიცვალა. ცოტა ხნის წინ გურჯაანში კაცმა მეზობელ ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა. ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.