გურჯაანში კაცმა მეზობელ ცოლ-ქმარს ესროლა – ქალი გარდაიცვალა

გურჯაანში კაცმა მეზობელ ცოლ-ქმარს სანადირო თოფიდან ესროლა. ქალი ადგილზე დაიღუპა, კაცი კი მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.

მკვლელობის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.