გუშინ დაგვემშვიდობა და წასვლას ფიქრობდა – პაპუაშვილი დანიელსონზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი განმარტავს, რატომ განაცხადეს გუშინ, რომ მოლაპარაკება ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ გაგრძელდებოდა, მაშინ როცა დანიელსონმა შეხვედრები გააგრძელა.

მისი თქმით, შეხვედრაზე დანიელსონი მათ დაემშვიდობა.

“კარგი ნიშანია ის, რომ მედიატორი დარჩა, გითხარით, რომ გუშინ ბოლოს ჩვენ გვქონდა შეხვედრა და ჩვენ დაგვემშვიდობა და ფიქრობდა უკვე წასვლას, მაგრამ როგორც ჩანს ჩათვალა, რომ არის კიდევ პოტენციალი ოპოზიციასთან საუბრის. ყველა ჩვენი შეთავაზება ეფუძნება ერთ მთავარ პრინციპს, ეს იყოს სამართლიანი და ისეთი, შეთანხმება, რომელიც სჭირდება საქართველოს”, – თქვა შალვა პაპაუაშვილმა.