გუშინ ვიყავი პატარა ნაკადული, მაგრამ ყველას აქვს ნაკადულიც, ჩანჩქერიც, ზღვაც და ოკეანეც – ცისანა სეფიაშვილი

“შეიძლება გუშინ ვიყავი პატარა ნაკადული, მაგრამ ყველას აქვს ნაკადულიც, ჩანჩქერიც, ზღვაც და ოკეანეც” – განაცხადა “პატრიოტთა ალიანსის”  წევრმა ცისანა სეფიაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში. ცისანა სეფიაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიის მე-9 ნომერია.

“ყველამ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი რესური. მე შეიძლება გუშინ ვიყავი პატარა ნაკადული, მაგრამ ყველა ადამიანს აქვს რაღაცა პატარა ნაკადულიც, შემდეგ ჩანჩქერიც, შემდეგ ზღვაც და ოკეანეც. ამიტომ მინდა, რომ ჩემი რესურსი გამოვიყენო, ჩემი შვილებისთვის, თქვენი შვილებისთვის, ჩემი პატარა წვლილი შევიტანო ამ ქვეყნის სასიკეთოდ”, – განაცხადა  ცისანა სეფიაშვილმა.