დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება – დეკანოიძე პენიტენციურის ვიდეოზე

ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე ეხმიანება მიხეილ სააკაშვილის შეყვანის კადრებს გლდანის ციხის საავადმყოფოში და ამბობს, რომ დადასტურდა არაადამიანური მოპყრობა და წამება.

“1. ეს კადრები არის ხელისუფლების საწინააღმდეგო, რაც პირდაპირ ამხელს მათ ძალადობაში.

2. სტრასბურგმა რაც დაავალდებულა ინფორმაციის მიწოდებაზე, თუ რა ღონისძიებები ტარდება მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოებისთვის – მიაწოდეს. როგორ ძალადობენ პრეზიდენტზე;

3. ეს კადრები მალე თვითონ გაუსაჯაროვდებოდათ, იცოდნენ ამის შესახებ და დაასწრეს. ბოლომდე დაადასტურეს არაადამიანური მოპყრობა და წამება.

4. ივანიშვილის ფბზე დადეს კადრები. ეს ადასტურებს, რომ პირადად ივანიშვილია ჩართული ამ შურისძიებაში.

ვაგრძელებთ პროტესტს.” – წერს ხატია დეკანოიძე.