დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ინფიცირებულს ცენტრის დაახლოებით 50 თანამშრომელთან ჰქონდა შეხება, უწყება უარყოფს და ამბობს, რომ ინფიცირებული თანამშრომელი ტთვითიზოლაციაში იმყოფებოდა და სხვა პირებთან კონტაქტი არ ჰქონია.

მათივე განცხადებით, ყველა თანამშრომელს ტესტირება პერიოდულად, დადგენილების მიხედვით უტარდება და ამ კონკრეტულ ფაქტთან კავშირი არ აქვს.