დააკავეს აქტივისტი, რომელმაც მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება გააპროტესტა

ლუკა სირაძის საქმეზე მარიანა ჩოლოიანის გათავისუფლება აქტივისტებმა იუსტიციის სამინისტროსთან გააპროტესტეს.

აქციის მონაწილეებმა გზის სავალ ნაწილზე დაწერეს “ამ სისტემის დედაც”, რის შემდეგაც პოლიციამ აქტივისტი, პოლიტიკური მოძრაობა “დროას” წევრი, შუშანა მაცაბერიძე დააკავა.

15 წლის ლუკა სირაძისთვის ჩვენების იძულებაში ბრალდებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი გაათავისუფლეს. ის ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.