დააკავეს კაცი, რომელმაც 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის 8 თვის ბავშვი

ახალქალაქში შუახნის კაცმა 4 ადამიანი დაჭრა, მათ შორის, 8 თვის ბავშვი.

ისინი კლინიკაში გადაიყვანეს და მათ სიცოცხლეს ახლა საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. თავდამსხმელი დაკავებულია.