დააკავეს პირი, რომელიც ყალბ კოვიდპასპორტებს ამზადებდა და 70 ევროდ ყიდდა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით დააკავეს პირი, რომელიც ყალბ კოვიდპასპორტებს ამზადებდა და 70 ევროდ ყიდდა. უწყება ამბობს, რომ დაკავებული  იუსტიციის სახლის კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით დაამოწმა.

“გამოძიებით დადგინა, რომ ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა თბილისში მდებარე ტურისტულ კომპანიაში კოვიდვაქცინაციის გარეშე საზღვარგარეთ გამსვლელი მგზავრებისთვის გათვალისწინებული სავალდებილო კარანტინისგან თავის არიდების მიზნით, მოქალაქეს დაუმზადა ორი ერთეული ყალბი კოვიდპასპორტი, თითოეული 70 ევროს სანაცვლოდ, რომელშიც შეიტანა ყალბი მონაცემები დოკუმენტის მიმღები პირის მიერ ჩატარებული კოვიდვაქცინაციის სრული კურსისა და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების უარყოფითი შედეგების თაობაზე, რის შემდეგად დოკუმენტები დაამოწმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ იუსტიციის სახლის ყალბი, კუსტარულად დამზადებული სველი ბეჭდით”, – აცხადებენ საგამოძიებო სამსახურში.