დაამტკიცეთ არჩევნების გაყალბება, თუ გული გულობს, ფარაონის სიკვდილის მიზეზს ადგენენ – კახაძე

ქართული ოცნების დეპუტატი ლადო კახაძე ოპოზიციას მოუწოდებს, არჩევნების გაყალბება სამართლებრივად დაამტკიცოს.

მისი თქმით, “თუ გული გულობს, ფარაონის სიკვდილის მიზეზსს ადგენენ”.

“ჩვენ დღესაც დიალოგის მომხრენი ვართ. ვეუბნებით, აგერ ბატონო მაგიდა, დასხედით და არჩევნებზე რომ გაიძახით გაყალბდაო, დაამტკიცეთ. გვეუბნებიან, როგორ, ფაქტებიო… ბიჭო, ვეუბნები, თუ გული გულობს, ფარაონების სიკვდილის მიზეზს ადგენენ 3 000 წლის წინ და შენ რატომ არ გინდა სამართლებრივი გზით იარო? იციან ერთი რამე, პოლიტიკურ ველზე ერთმა პარტიამ, მე ამ პარტიას დესტრუქტორ პარტიას ვეძახი, მთლიანად შთანთქა ოპოზიციური ველი. ჩვენ გვინდოდა, ოპოზიციაში გამოჩენილიყვნენ ახალი ძალები და 8 პარტიას გავუღეთ კარები, მაგრამ იმათ თავის მომავალზე უარი თქვეს და მთლიანად შეერთნენ ნაციონალურ მოძრაობასთან”,– ამბობს ლადო კახაძე ფორმულასთან საუბრისას.