დააპატიმრეს უკრაინული ქარხნის დირექტორი, რომელიც ომის დროს რუსებს სამხედრო ვერტმფრენების ძრავებით ამარაგებდა

უკრაინაში დააპატიმრეს ძრავმშენებელი ქარხანა “მოტორ სიჩის”  საპატიო პრეზიდენტი, უკრაინის გმირი ვიაჩესლავ ბოგუსლაევი, რომელიც  ომის დროს ძრავებით ამარაგებდა რუსეთის სამხედრო ავიასაწარმოებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მისი სატელეფონო საუბრები გამოაქვეყნა.  მას ბრალად ედება კოლაბორაციონიზმი,აგრესორის ხელშეწყობა და სამშობლოს ღალატი.

სატელეფონო საუბრებში ჩანს, რომ “მოტო სიჩის“ პრეზიდენტი ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე და ომის დაწრყების შემდეგაც მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთში რამდენიმე ტიპის ძრავების მიწოდებაზე საბრძოლო ვერტფრენების სხვადასხვა მოდელებისთვის, ასევე სხვა სათადარიგო ნაწილებზე.

აუდიოჩანაწერიდან ჩანს, რომ ბოგუსლაევი – “რეგიონების პარტიიდან“ რადას ყოფილი დეპუტატი, ამართლებს რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და გამოთქვამს იმედს, რომ რუსეთის არმია მივა, “ზელენსკის გააგდებს და წავა.“

სატელეფონო საუბარში ბოგუსლაევი იმასაც ამბობს, რომ მისი ქარხნის ტერიტორიაზე რუსული რაკეტა ჩამოვარდა, თუმცა ის ამას “გაგებით ეკიდება“.