დაგეხმარებით ქალაქების ხელახლა აშენებაში, როცა ომი დასრულდება – ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა, უკრაინის უმაღლესი რადას თავჯდომარეს რუსლან სტეფანჩუკს კიევში შეხვდა და განაცხადა რომ ომის დასრულების შემდეგ, ევროკავშირი უკრაინას დაზარალებული ქალაქების აღდგენაში დაეხმარება.

“ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ქალაქებისა და სოფლების ხელახლა აშენებაში, როცა ეს არასამართლებრივი, არაპროვოცირებული და არასაჭირო ომი დასრულდება. ჩვენ უკვე მოგაწოდეთ ფინანსური, სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარება. ეს გაგრძელდება და გაიზრდება. ჩვენ მოვუვლით თქვენს ოჯახებს, ვინც იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა, მაგრამ ეს გაგრძელდება იმ დღემდე ვიდრე ისინი შეძლებენ სახლში უსაფრთხოდ დაბრუნებასა და საკუთარი ცხოვრების ხელახლა აშენებას.”, – განაცხადა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.