დაგვიკავშირდა პირი, რომელმაც შესაძლოა შანაე ბრუკზე მოძალადე ამოიცნო – “მთავარი”

“მთავარ არხის” განცხადებით, მათ დაუკავშირდა ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ შესაძლოა, იცოდეს, ვინ მოკლა ავსტრალიელი შანაე ბრუკი. მისი თქმით, ფოტორებოტის აღწერილობა, რომელიც დღეს ბრუკის მეზობლებს აჩვენა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მიამსგავსა ნაცნობ კაცს.

ის მთავარ არხთან საუბრისას ყვება, რომ კაცი დაახლოებით 1.70 მეტრის სიმაღლისაა და სავარაუდოდ, ქართველი არ არის. ტელეკომპანიის ცნობით, ამ ადამიანის მიერ დასახელებულ ტერიტორიაზე ამ წუთებში სამართალდამცველები მუშაობენ.

ცნობისთვის, ავსტრალიელ შანე ბრუკის ცხედარი გუშინ საღამოს, მთაწმინდის ფერდზე იპოვეს. ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ის ყვიროდა და დახმარებას ითხოვდა.

საქმეზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით გრძელდება.