“რაც იყო ჩვენი პასუხისმგებლობის საგანი, ყველაფერი იქნება შესრულებული. დაგვრჩა სასამართლოს პაკეტი, რომელიც მიიღება სესიის ბლომდე და დაგვრჩა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, რომელიც ასევე მიიღება სესიის ბოლომდე. მთავარია, რომ ვენეციის კომისიამ დროზე დაგვიბრუნოს პასუხი . ორი კანონია მისაღები და ორივესთან დაკავშირებით გაგრძელდება განხილვა. ივნისის ბოლომდე გვინდა ორივეს მიღება. ვენეციას ველოდებით ერთადერთი, დეოლიგარქიზაციის ნაწილში.”
“ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროკავშირის 12 რეკომენდაციიდან, შესასრულებელი დარჩათ მხოლოდ ორი, რომელსაც ივნისის ბოლომდე მიიღებენ.