“დაგვჭირდა პაციენტების ფიზიკურად გაკავება” – რატომ დაინფიცირდა ბოჭორიშვილის 3 თანამშრომელი

ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მაია სოლოღაშვილი განმარტავს, რატომ დაინფიცირდა კორონავირუსის მისი კლინიკის 3 თანამშრომელი.

მისი თქმით, მათ მოუწიათ ფსიქიური პრობლემების მქონე, “არაადეკვატური” პაციენტების გაკავება.

“ჩვენ მოგვწია არაადეკვატურ 1-2 პაციენტთან ურთიერთობა, რომლებსაც არაადეკვატური ქცევები ჰქონდა ფსიქიური პრობლემების გამო. ჰქონდა პერსონალთან პირადი შეხება, არ გვეკარებოდა არცერთი სამართალდამცავი ორგანო მიუხედავად ჩვენი თხოვნისა, თუმცა მათიც გვესმის. და ასეთ პირობებში მოხდა ისე რომ 3 პერსონალი დაინფიცირდა”,- ამბობს სოლოღაშვილი.

მისი თქმით, ამ პაციენტის ფიზიკურად გაკავება დასჭირდათ და მასთან კონტაქტის გარეშე ეს ვერ მოხდებოდა.

“მედპერსონალის ცხოვრებაა, როდესაც არც სამართალდამცავი გიდგას გვერდით, არც დაცვა, ექიმიც ხარ, ფსიქოლოგიც ხარ, დედაც ხარ და ხანდახან პატრულიც ხარ”,- აღნიშნავს მაკა სოლოღაშვილი.