დადასტურდა კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსის 17 530 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 39 ადამიანი გარდაიცვალა.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 22.42%, ბოლო 14 დღის – 15.32%, ხოლო ბოლო 7 დღის – 19.58%.

ინფიცირების 17 530 ახალი შემთხვევიდან თბილისში  9 487 გამოვლინდა, აჭარაში – 1 958, იმერეთში – 1 990, ქვემო ქართლში – 831, შიდა ქართლში – 877, გურიაში – 240, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 680, კახეთში – 704, მცხეთა-მთიანეთში – 391, სამცხე-ჯავახეთში – 310, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 62.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 100 013, საიდანაც 4 651 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 2 023 – კოვიდსასტუმროში, ხოლო 93 339 – ბინაზე.