დადასტურდა კორონავირუსის 22 263 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 39 ადამიანი

საქართველოში კორონავირუსით ბოლო 24 საათში ჩატარდა 73 821 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 22 263 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 15 575 პაციენტი, 39 ადამიანი გარდაიცვალა.

დღიური დადებითობა 30.16%-ია, ბოლო 7 დღის – 27.87%, ბოლო 14 დღის კი 25.24%.

22 263 ახალი შემთხვევიდან თბილისში 10 129 დადასტურდა, აჭარაში – 2 173, იმერეთში – 3 357, ქვემო ქართლში – 1 340, შიდა ქართლში – 1 279, გურიაში – 456, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 1 480, კახეთში – 1 091, მცხეთა-მთიანეთში – 479, სამცხე-ჯავახეთში – 376, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 103.