დადგა დრო, როდესაც რუსეთის ომი უნდა შეჩერდეს – ზელენსკი G20-ის სამიტზე

”დადგა დრო, როდესაც რუსეთის ომი უნდა შეჩერდეს” – უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ინდონეზიაში G20-ის სამიტზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მიმართა.

“თუ გამარჯვება ჩვენი იქნება ნებისმიერ შემთხვევაში და ჩვენ დარწმუნებული ვართ ამაში, მაშინ არ უნდა ვეცადოთ მშვიდობის ჩვენი ფორმულის განხორციელება, რათა გადავარჩინოთ ათასობით სიცოცხლე და დავიცვათ მსოფლიო შემდგომი დესტაბილიზაციისგან?.”- განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე მოუწოდა რუსეთს, შეწყვიტოს უკრაინის ენერგეტიკული  ინფრასტრუქტურის დაბომბვა ზამთრის მოახლოებასთან ერთად.

“დაე, რუსეთმა დაამტკიცოს თავისი ტერორის უარყოფით, რომ ის ნამდვილად არის დაინტერესებული მშვიდობის აღდგენით.” – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.