“დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი მოვისმენთ რეალური მხარდაჭერის სიტყვებს თქვენი ხელისუფლებისგან.”-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა კიევს ერთ–ერთ მეტროსადგურში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოსთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა და თქვა, რომ საქართველოში ელჩს მაშინ დააბრუნებს, როცა საქართველოს ხელისუფლებისგან რეალური მხარდაჭერის სიტყვებს მოისმენს:

“მე ვფიქრობ, რომ ქართველები ერთ-ერთი ყველაზე მეგობრული და მოძმე ერია ჩვენთვის და ეს  ისტორიიდან, პირველი რევოლუციის (ნარინჯისფერი) დროიდან მოდის. ჩვენ ახლა უზარმაზარ მხარდაჭერას ვგრძნობთ ქართველი ხალხისგან მაგრამ მე გულწრფელად გეტყვით, ვერ ვიგებ თქვენი სახელმწიფოს ლიდერების პოზიციას და ამიტომ ამას ძალიან მტკივნეულად ვიღებ. ჩვენ კილომეტრები გვაშორებს, მაგრამ ჩვენ უფრო ახლოს ვართ ერთმანეთთან, ვიდრე უკრაინა რუსეთთან, რადგან მათთან ომი გვაქვს. ჩვენ არ გვინდა არანაირი კონფლიქტი საქართველოსთან და დარწმუნებული ვარ არც იქნება. ვხედავ ქართველი ხალხის მხარდაჭერას, როგორ გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში, რამდენი ადამიანი ჩამოვიდა უკრაინაში, ჰუმანიტარული დახმარება გამოიგზავნა, რამდენი ქართველი იბრძვის და რამდენმა სიცოცხლე გაწირა.
მაინც ვერ ვიგებ ქართული მთავრობის პოზიციას. სანქციებზე იყო პასუხი, რომ ეკონომიკა დაზარალდებაო, მაგრამ რა ეკონომიკაზეა საუბარი, როცა რუსეთმა უკვე წაიღო თქვენი ტერიტორიის 20% და თითქმის თბილისამდე მოვიდნენ, ნუთუ ეს ამად ღირს? რაც შეეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს, ეს თვითონ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და უკრაინა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი მოვისმენთ რეალური მხარდაჭერის სიტყვებს თქვენი ხელისუფლებისგან.”- ამბობს ზელენსკი