დავაკავეთ პოლიციელი, რომელმაც ზუგდიდის ქუჩაში მეგობარ ქალზე იძალადა – პროკურატურა

დააკავეს პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ზუგდიდში, ქუჩაში მეგობარ ქალზე იძალადა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.  უწყების ინფორმაციით, კაცმა ქალს სახეში ხელი რამდენჯერმე ჩაარტყა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.