დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პოლიცია აღარ იარსებებს – ხოშტარია პარტიებს მიმართავს

”დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პოლიცია აღარ იარსებებს ” – პარტია “დროას” თავმჯდომარე, ელენე ხოშტარია მოუწოდებს ყველა პოლიტიკური პარტიას რომ შეთანხმდნენ, “პოლიტიკური პოლიციის” გაუქმებაზე.

“ჩვენ, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ, უნდა დავდოთ პირობა, რომ ამ არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პოლიცია პრაქტიკულად აღარ იარსებებს, სახელმწიფო უსაფრთხოება იქნება სახელმწიფო უსაფრთხოება და სუს-ის მთავრი ფუნქცია იქნება კონტრდაზვერვისა და ანტიტერორისტული საქმიანობა. ეს არის ის, რაც რეალურად საფრთხეს წარმოადგენს ქართული სახელმწიფოსთვის და არა ის პოლიტიკური პოლიცია, რომელიც არის დღეს საფრთხე ყველა საქართველოს მოქალაქისთვის.და ბოლოს, მთავარი პასუხი ამ გაუგონარ თავგასულობაზე უნდა იყოს 2 ოქტომბრის არჩევნები, სადაც ბრაზმა, რომელიც ყველას გვეუფლება, უნდა შემოგვახაზინოს უარი “ქართულ ოცნებას” და არჩევანი კოალიციური, დაბალანსებული ძალაუფლების სასარგებლოდ”, – განაცხადა ხოშტარიამ.