ვიცეპრემიერი ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ არ არის აუცილებელი, ჯანდაცვის მინიტრი სამედიცინო პროფესიის იყოს.
მისი თქმით, ახალი მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი გამოცდილი და კვალიფიციური მენეჯერია, რომელსაც აქვს როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში მუშაობის საკმაოდ დიდი გამოცდილება.
“ჯანდაცვის სამინისტრო არ არის მხოლოდ ჯანდაცვის სამინისტრო. ჩვენ შემოკლებით ვეძახით, მაგრამ, ჯანდაცვის სამინისტროს მანდატი არის ძალიან ფართე. ის გულისხმობს დასაქმების საკითხებს. ბევრ ქვეყანაში, როგორც წესი, შრომის სამინისტროები საერთოდ ცალკეა ხოლმე. არსებობს სოციალური საკითხები, დევნილთა საკითხები და ა.შ. ჯამში, ეს არის ქვეყნის ბიუჯეტის მესამედი, როგორც თქვენ გაიგეთ, შესაბამისად, მას სჭირდება მაქისმალური პასუხისმგებლობით და გამოცდილებით მართვა.
როგორც ბევრ ქვეყანაში, არ არის აუცილებელი იყოს ასეთი მნიშველოვანი პოლიტიკური თანამდებობის პირი კონკრეტულად სამედიცინო პროფესიის. აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მას ჰქონდეს მართვის კარგი უნარები და გამოცდილება. სწორედ ამ პრინციპით იყო დღევანდელი მინისტრი შერჩეული. მინდა წარმატებები ვუსურვო ბატონ ზურას. დარწმუნებული ვარ, ის თავს კარგად გაართმევს ახალ როლს”,– თქვა დავითაშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა ჯანდაცვის მინისტრი, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის გამოცდილება არ აქვს.
ვინ არის და რა ქონებას ფლობს დავით აზარაშვილი, იხილეთ ბმულზე.