დავით თევზაძე სალომე ზურაბიშვილის მრჩევლად დაინიშნა

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით თევზაძე სალომე ზურაბიშვილის მთავარი მრჩეველი გახდა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დავით თევზაძე ამ თანამდებობას 2022 წლის 21 თებერვლიდან იკავებს.

1998-2004 წლებში დავით თევზაძე იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრი და შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი,  ეროვნული უშიშროების საბჭოს წევრი. 2004 წელს იგი იყო საქართველოს ელჩი NATO-ში. 2004-2005 წლებში ხელმძღვანელობდა სტრატეგიული კვლევების ჯგუფს. 2017 წლიდან თევზაძე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრჩეველი იყო.