დავით კაჭარავას მხარდაჭერას ვუცხადებთ – სპორტის სამინისტრო

”კაჭარავამ და მისი თაობის მორაგბეებმა ქართული რაგბის განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს” – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყოფილ მორაგბეს, “რაგბის კავშირის” თავმჯდომარესა და პარლამენტის მოქმედ წევრს, დავით კაჭარავას მხარდაჭერას უცხადებს.

“საქართველოს კულტურისსპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ვეტერან “ბორჯღალოსანს”ერთერთ გამორჩეულ მორაგბესდავით კაჭარავასმხარდაჭერას უცხადებს და მკაცრად გმობს მის მიმართ სხვადასხვა მედიასაშუალებით თუ სოციალური ქსელით გავრცელებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს.

დავით კაჭარავა “ბორჯღალოსანთა” იმ თაობის წარმომადგენელიარომელმაც ქართული სპორტის გულშემატკივარს არაერთი დაუვიწყარი წუთი აჩუქა და თავის ქვეყანას ისტორიული გამარჯვებები მოუტანადავით კაჭარავა ის მორაგბეარომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით ოთხ მსოფლიოს თასზე ითამაშა (2007, 2011, 2015, 2019 წლებშიდა საფრანგეთში გამართულ მსოფლიოს თასზე ნამიბიასთან მოპოვებულ ისტორიულ გამარჯვებაში თავისი წვლილი ლელოთი შეიტანა.

ის არის სპორტსმენირომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კვართით 122 თამაში ჩაატარა, 125 ქულა დააგროვა და “ბორჯღალოსნებთან” ერთად 11-ჯერ მოიგო “რაგბი ევროპის” ჩემპიონატისხვა მეტოქეებთან ერთადრუსეთის ნაკრების დამარცხებითაც.

კაჭარავამ და მისი თაობის მორაგბეებმა ქართული რაგბის განვითარებას მტკიცე საფუძველი ჩაუყარესმათი თავდადების საუკეთესო გამოძახილი იყო შარშან ჩვენი ნაკრების მიერ ორი ელიტური ნაკრების – იტალიისა და უელსის დამარცხება და დღეს ამ ადამიანის შეურაცხყოფა ჩრდილს აყენებს არა მარტო მასარამედ ქართულ რაგბისრომელმაც საქართველოს არაერთხელ მოუტანა დიდი სიხარული.

დღეს დავით კაჭარავასა დასაზოგადოდქართულ რაგბის მშვიდისტაბილური გარემო სჭირდებათ იმისთვისრომ საქართველოს ეროვნული ნაკრები საფრანგეთში გასამართი (8 სექტემბერი-28 ოქტომბერიმსოფლიოს თასისთვის საუკეთესო პირობებში მოემზადოს და იქ ქართული რაგბის ახალი ისტორია დაწეროს”, – წერია განცხადებაში.