მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენს გვერდით დგას მთელი რუსთავი, ძალიან ბევრ ადამიანს ვხვდებით და მსგავს ინციდენტებში, რომელიც პროვოცირებულია ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, შეიძლება იყვნენ ჩვენი მეგობრები, ნაცნობები.

რაც შეეხება კიდევ ჩვენს შტაბს, ძალიან აუგად, მარტივად და დაცინვით რომ მოიხსენიებს ბატონი დავით კირკიტაძე, ჩვენს გვერდით დგას ღირსეული ადამიანების ძალიან დიდი ჯარი, რომელსაც უნდა, რომ ამ ქალაქის განვითარება არ შევიდეს ჩიხში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ქალაქი არ ჩაუვარდეს ხელში დავით კირკიტაძეს. კირკიტაძის რუსთავი არ სჭირდება არავის, რომელიც არის ამ ტიპის ძალადობით და ინციდენტებით სავსე, ეს არის მათი ხელწერა, ამას იყენებდნენ ძველ პერიოდში და აგრძელებენ დღესაც. ამიტომ ვარ მე დღეს აქ, რომ არ დავუშვათ რუსთაველებმა, დავით კირკიტაძემ გააგრძელოს ის, რაც მისთვის კარგად ნაცნობია”

განაცხადა რუსთავში ოცნების მერობის კანდიდატმა, ნინო ლაცაბიძემ ოპოზიციის კანდიდატზე, დავით კირკიტაძეზე.