დავით უსუფაშვილმა შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა

ლელოს ერთ-ერთი ლიდერი დავით უსუფაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში მივიდა და შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

დოკუმენტზე ხელი მოწერილი აქვს ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძესაც, ასევე, სტრატეგია აღმაშენებელს, რესპუბლიკურ პარტიას, გირჩს, გირჩი – მეტი თავისუფლებას, გახარიას გუნდს, მოქალაქეებს, ხოლო მას ინდივიდუალურად ხელს აწერენ სალომე სამადაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, დავით ბაქრაძე.

დოკუმენტს ხელი არ მოაწერა ნაციონალურმა მოძრაობამ, ევროპულმა საქართველომ, ლეიბორისტულმა პარტიამ და თაკო ჩარკვიანმა.