დავინახე, როგორ ამოუდეს იარაღი ლეიბის ქვეშ – გოგაშვილის ცოლი

დავინახე, როგორ ამოუდეს იარაღი ლეიბის ქვეშ – აცხადებს, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის სოსო გოგაშვილი ცოლის, თეა მარტყოფლიშვილი. მისი თქმით, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე 3 მუხლით არის დაკავებული, მათგან 2 – სსკ-ის 236-ე მუხლი და 157-ე მუხლის მე-4 ნაწილია.

“ოთახში შევარდნენ და მივყვებოდი, რას აკეთებთ-მეთქი?! ჩემი თვალით დავინახე ბიბლიაზე დავიფიცებ, პატრიარქთანაც მივალ, დავიფიცებ, რომ ლეიბის ქვეშ ამოდეს იარაღი, ჩემი თვალით დავინახე, როგორ გამოხსნეს სოსოს კარადა, სადაც მაისურებია და კალაშნიკოვი, აკაესი… ბავშვი შედის ოთახში და როგორ ფიქრობთ, 13 გაფორმებული იარაღი აქვს ჩემს მეუღლეს და ეს ორი იარაღი უკანონო ჰქონდა? შევეწინააღმდეგე და ღამბაშიძემმომკიდა ხელი, დაუძახა ბიჭებს აქ რა გინდა, აქ რატომ ამოიყვანეთო“. – თქვა ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით:

“მაჩალიკაშვილს 2 პრიმა მუხლი ხომ წაუყენეს, რომ ჩვენი ლიკვიდაცია უნდოდა და კაცი გარეთ დადის. აქედან მე დასკვნა გამომაქვს, რომ მაჩალიკაშვილს კი არ სდომებია ჩვენი ლიკვიდაცია, არამედ სდომებია ამ მთავრობას: ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, ივანიშვილს, გომელაურს, იმიტომ, რომ ჩემი მეუღლე არის ღირსეული, 1997 წლიდან სტიქაროსანია და არასდროს არის ადვილად მართვადი, ბინძურ საქმეებს ხელს არასდროს მოაწერს. ბოლოს რატომაც მოიშორეს, ეს იყო უცხოელებთან კონტაქტი. ჩემი ქმრის ნამდვილად ეშინიათ. ვერც წილები და ვერც სიბინძურეები უნახეს. ჩემმა მეუღლემ ასე თქვა, სანამ პატრიარქი ცოცხალი იქნება და სანამ მას უდიერად ვინმე შეეხება, მზად იყავი, რომ მე მის მაგივრად მივდივარ ტყვიაზეო“.

სოსო გოგაშვილი 16 ივლისს, დილის საათებში, საკუთარ სახლში, სპეცოპერაციით დააკავეს.